დაგვიკავშირდით: 598 90 91 91
   
ისიამოვნეთ მოგზაურობით
ტურისტული კომპანია "ეპიკ თრეველი" გთავაზობთ ტურების ფართო არჩევანს მთელ საქართველოში, მაღალი ხარისხის მომსახურებით.
ჩვენი მომსახურება:
სასურველ სასტუმროში განთავსება, კომფორტული სატრანსპორტო მომსახურება, სხვადსხვა სახის ტურებში მონაწილეობა
კულტურული და რელიგიური ტურები
ღვინის ტურები
საექსკურსიო პროგრამები
სამედიცინო - გამაჯანსაღებელი
ტურები საქართველოში
რეგულარული და
სპეციალური ტურები
დასვენება ზაფხულის
და ზამთრის კურორტებზე
საქართველო
საქართველო - სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
საქართველო - SAKARTVELO – GEORGIA – ГРУЗИЯ
ფართობი - 69.700 კვადრატული. კმ.
მოსახლეობა - 5 მილიონი ადამიანი.
დედაქალაქი - თბილისი (1.152 500 ადამიანი).
სხვა დიდი ქალაქი - ქუთაისი (192,500 ადამიანი).
უმაღლესი წერტილია - მთა შხარა (5068 მ).
სახელმწიფო ენა - ქართული (ოფიციალური), რუსული და ინგლისური.
რელიგია - მართლმადიდებლური ქრისტიანობა.
ვალუტა - ლარი.
მთავარი ექსპორტი - ღვინო, ხილი, მინერალური წყალი, სოფლის მეურნეობისა და მანქანათმშენებლობის პროდუქტები.
გეოგრაფია
საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
ვიზა
რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გამარტივებულია და მისი გაცემა ხდება აეროპორტში ჩამოფრენისას, საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა იქნება არანაკლებ 6 თვისა ჩამოფრენის დღიდან. თუ თქვენ პირველად ჩამოდიხართ საქართველოში, ვიზა გაიცემა ერთი თვით. თუ მეორედ ან მეტჯერ, მაშინ ვიზა გაიცემა 1-3 თვემდე სავიზო მოსაკრებელი $ 30.
ფლორა და ფაუნა
საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4 225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 — გვიმრისებურს, 600 — ხავსებს, 650 — მღიერებს, 5 000 — სოკოვნებსა და 2 000 — წყალმცენარეებს. საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.
კლიმატი
ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5 068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები — მტკვარი და რიონი. საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით
კონტაქტი
ტურისტული კომპანია "ეპიკ თრეველი" გთავაზობთ ტურების ფართო არჩევანს მთელ საქართველოში,
მაღალი ხარისხის მომსახურებით.
სახელი:

ელ.ფოსტა:

შეტყობინება:


შპს "ეპიკ თრეველი".
თბილისი 0102. მაზნიაშვილის ქ. 4
ტელ: (+995 32) 230 76 67
მობ: (+995) 598 90 91 91
ელ.ფოსტა: info@epictravel.ge
ყველა უფლება დაცული © 2016 EpicTravel.ge
კულტურული და რელიგიური ტურები საქართველოში

1. დღე
1.1 დილის 3.50-ზე ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში (ავლაბარში სამების საკათედრო ტაძართან)
1.2 საუზმე სასტუმროში
1.3 11.-00 -დან თბილისის ღირსშესანიშნაობები და ეკლესიები: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ეკლესია, სიონი, ანჩისხატი, ხელოვნების მუზეუმი, მთაწმინდა. სასტუმრო
1.4 19-00 ვახშამი.

2.დღე
2.1 საუზმე სასტუმროში 9-00.
2.2 მცხეთის ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავროს მონასტერი, უფლისციხე, შიო მღვიმე. გორი, სტალინის სახლმუზეუმი, თბილისი-სასტუმრო სადილი და ვახშამი მცხეთაში.

3.დღე
3.1 საუზმე სასტუმროში 08-30
3.2 ანანური, ჟინვალის წყალსაცავი, მლეთის წმინდა გიორგის ეკლესია, ყაზბეგი გეგრგეთის ყოვლადწმინდა სამება. თბილისი-სასტუმრო, სადილი ყაზბეგში, ვახშამი ფასანაურში.

4.დღე
4.1 საუზმე სასტუმროში 08-30
4.2 ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი, გელათი, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე. გზად უბისის მონასტერი სადილი ქუთაისში, ვახშამი მცხეთაში ან ხაშურში. თბილისი-სასტუმრო

5.დღე
5.1საუზმე სასტუმროში 08-30
5.2 დავით გარეჯი, ბოდბის მონასტერი, სიღნაღი- ვახშამი და ქვევრის ღვინის დეგუსტაცია მარანში ჯონ ვუდერმანთან მხატვართან და მეღვინესთან.

6.დღე
6.1 საუზმე სასტუმროში 08-30
6.2 უჯარმა, იყალთოს მონასტერი და აკადემია, ალავერდის მონასტერი, ყვარელი-დეგუსტაცია გვირაბში, გრემი ნეკრესი. თბილისი. ვახშამი კახეთში. სასტუმრო

7.დღე
7.1 საუზმე სასტუმროში 08-30
გორი, სტალინის სახლმუზეუმი, ბორჯომი, ვარძია. თბილისი სასტუმრო.
რეგულარული და სპეციალური ტურები

აღმოაჩინეთ თქვენთვის საქართველო – 6 დღე და 5 ღამე
აღმოაჩინეთ თქვენთვის საქართველო – 5 დღე და 4 ღამე
რეგულარული, გარანტირებული ტური 2015

I დღე:
თბილისში ჩამოსვლა, ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება.
თბილისი არის ვიწრო მრუდე ქუჩების ხიბლი, სახლების ვაზით შემოხვეული ტერასები? კრამიტის გუმბათიანი ძველი ეკლესიები, ძველი მონასტრების ნანგრევები, ტრადიციული ქართული ეზოები უცნაური მოჩუქურთმებული შუშაბანდებით. თავისუფალი დრო. ღამის თევა.

II დღე:
საუზმე სასტუმროში. ექსკურსიაზე გამგზავრება მცხეთაში (მეორე იერუსალიმი) – უძველეს ქალაქში, საქართველოს ყოფილ დედაქალაქში, რომელიც 2500 წლისაა). სწორედ აქ, უძველეს, სრულიად საქართველოს საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში (XI საუკუნე) ინახება ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული სიწმინდე – უფლის კვართი. ჯვრის მონასტრის მონახულება. მონასტერი VII საუკუნეშია აგებული ისტორიულ მთაზე, საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება დიდი კავკასიონის ქედზე, და რომლის ძირშიც, როგორც მ. ი. ლერმონტოვი წერდა: „სადაც ერთვიან და ხმაურია, ჩაჰკვრიან ერთურთს ისე, ვით დები, მტკვრის წყალს და ტალღებს არაგვის წყლები“. თბილისში დაბრუნება – პირველი გვიმასპინძლებს საქართველოს ყველაზე გრანდიოზული ტაძარი – სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც მნახველს ნუსხავს არქიტექტურული სილამაზითა და სიდიადით, საუცხოო სტილით და გარე მორთულობით (XXI საუკუნე). თბილისის არანაკლებ ცნობილი ძეგლია მეტეხის ტაძარი (XII საუკუნე), რომელიც კლდის თავზე აღმართული გადმოჰყურებს მტკვარს. ძველად მეტეხი ციხე-სიმაგრე და ქართველ მეფეთა რეზიდენცია იყო. ძველი ციხე-სიმაგრე ნარიყალა – თბილისელები მას „ქალაქის სულს და გულს“ უწოდებენ. განთქმული გოგირდის აბანოები (ოდესღაც ა. ს. პუშკინი რომ აღაფრთოვანა), ძველი მეჩეთი და, რა თქმა უნდა, მოვინახულებთ თანამედროვე მშვიდობის ხიდს, რომელიც არქიტექტურული სირთულით მსოფლიოში მეორეა და სახელგანთქმულ მთას მთაწმინდას.
თბილისის კოლორიტულ ქუჩებში – შარდენსა და ლესელიძეზე გასეირნება, სადაც მრავალრიცხოვანი პატარა რესტორნები, კაფეები, ბუტიკები და სალონებია განლაგებული პუშკინის ქუჩა – მუზეუმი ღია ცის ქვეშ უძველესი გათხრებით (აღმოჩენილია 2011 წელს), თბილისის მთავარი მოედანი – თავისუფლების მოედანი, საიდანაც იწყება თბილისის მთავარი ქუჩა – რუსთაველის გამზირი. სადილი ექსკურსიის დროს. თავისუფალი დრო სავახშმოდ.

III დღე:
მგზავრობა ქალაქ-კურორტ ბორჯომში.
ბორჯომი, უთუოდ ყველაზე ცნობილი კურორტია საქართველოს ტერიტორიაზე. მისი პოპულარობა, პირველ რიგში, განპირობებულია „ბორჯომის“ სახელგანთქმული მინერალური წყლით. არქეოლოგიური კვლევების მონაცემებით წყლის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში იყო ცნობილი. გათხრების დროს აღმოჩენილი, მინერალურ წყალში საბანაო ქვის აბაზანები ჩვენი წელთაღრიცხვის II-V საუკუნეებით არის დათარიღებული. ბორჯომის კურორტმა ფართოდ გაითქვა სახელი მას შემდეგ, რაც 1837 წელს სამხედრო ექიმმა ამიროვმა წყლის სინჯები პეტერბურგში გაგზავნა. აღმოაჩინეს დიდი მსგავსება ამ სინჯებს და ფრანგული კურორტის ვიშის წყალს შორის.
ბორჯომ-პარკის მონახულება, ბორჯომის მინერალური წყლის დეგუსტაცია უშუალოდ ჭაბურღილიდან.
ჩითახევის მონასტერი – IX საუკუნისა, რომელსაც ხალხი “მწვანე მონასტერს“ ეძახის. ლეგენდის თანახმად იქიდან არ შეიძლება ქვების წამოღება. სადილი რესტორანში ან პიკნიკი ბუნებაში, მონასტრის ძირთან. მასტერ-კლასი ქართული რეცეპტით მწვადის მომზადებაში!!! ღვინის დეგუსტაცია. თბილისში სასტუმროში დაბრუნება. თავისუფალი დრო სავახშმოდ.

IV დღე:
ჩვენი მოგზაურობის შემდეგი პუნქტია კახეთი – ვაზისა და მეღვინეობის სამშობლო. სწორედ აქ ხარობს ვაზის 500 ჯიში მსოფლიოში არსებული 2 ათასიდან. თელავი – კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი XI საუკუნიდან – სახელგანთქმული მიმინოს სამშობლო.
წინანდალი – ცნობილი ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის (ა. ს. გრიბოედოვის სიმამრის) სახლ-მუზეუმი და შესანიშნავი პეიზაჟური პარკი, რომლის ხეივნებს ამშვენებს ასწლიანი ლიმნის ხეები, თხილნარი, მუხები და კვიპაროსები. ღვინის სარდაფის მონახულება და ღვინის დეგუსტაცია.
ველისციხეში კერძო მუზეუმის მონახულება, XVI საუკუნის სარდაფი.
ჭაჭის დეგუსტაცია – სტუმრებს შეუძლია დააგემოვნონ ახლად გამოხდილი სასმელის გემო.
მასტერ-კლასი ქართული ლავაშის ცხობაში (ყველა მსურველს ერთად შეუძლია პროცესში მონაწილეობა).
საზეიმო სადილი ღვინით (წითელი – თეთრი) და ქართული სადღეგრძელოებით, ადგილობრივი ფოლკლორის თანხლებით, ასევე მასტერ-კლასი ქართული რეცეპტით მწვადის მომზადებაში!!!
შემდეგ ვეწვევით პატარა ქალაქ გურჯაანს (ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში დასახლებულს).
„ჯარისკაცის მამის“ ძეგლი და უნიკალური, მსოფლიოში ერთადერთი VIII საუკუნის მართლმადიდებლური ორ გუმბათიანი ყველაწმინდას ეკლესია.
ახლა კი წარმოვიდგინოთ ფართო ველზე ეულად მდგომი უზარმაზარი მთა. მთაზე ციხე-ქალაქი დგას, საიდანაც საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესის, ალაზნის ველის განსაცვიფრებელი ხედია. შორს კი მოსჩანს დიდი კავკასიონის დათოვლილი მწვერვალები. დიახ, ეს სიღნაღია, პატარა და ძალიან ლამაზი ქალაქი აღმოსავლეთ კახეთში. მას სიყვარულის ქალაქს უწოდებენ, რადგან მხოლოდ აქ მუშაობს ქორწინების სახლი დღეღამურად! მხიარული და სავსე მოგონებები, საღამოს კი უკვე თბილისში დავბრუნდებით. სასტუმროში დაბრუნება. თავისუფალი დრო სავახშმოდ.

V დღე:
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დღე ან ტრანსფერი თბილისის აეროპორტში.
სურვილისებრ, შესაძლოა სახელგანთქმულ, სამკურნალო ეფექტის მქონე გოგირდის აბანოებში წასვლა და დამატებითი ექსკურსიები დამატებით ანაზღაურებად.

VI დღე:
საუზმე სასტუმროში.
ტრანსფერი თბილისის აეროპორტში.
სახლში ბედნიერად დაბრუნებას გისურვებთ.
ტრანსფერი აეროპორტი – სასტუმრო – აეროპორტი.
სატრანსფერო მომსახურება პროგრამის მიხედვით.
სასტუმროში ცხოვრება მარშრუტით 3* საუზმით.
საექსკურსიო მომსახურება პროგრამის მიხედვით.
გიდის მომსახურება პროგრამის მიხედვით.
შესასვლელი ბილეთები მარშრუტის მიხედვით.
სადილი თბილისში (მე-2 დღე).
საზეიმო სადილი ღვინით კახეთში ადგილობრივი ფოლკლორის თანხლებით.
ღვინის დეგუსტაცია პროგრამის მიხედვით კახეთში.
სადილი / პიკნიკი ერთხელ ბორჯომში.